საბავშვო ბაღის გამგე თანამშრომლებს ხელით ეხება – ჩხუბის ამსახველი ვიდეო

ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ღურტას საბავშო ბაღში. თანამშრომლები გამგეს შევიწროებაში ადანაშაულებენ, ხელმძღვანელი კი პროვოკაციებსა და ორგანიზებულ შეტევებზე საუბრობს.
Sputnik

TV 25-მა ფარული ვიდეოჩანაწერი მოიპოვა, საიდანაც ჩანს, რომ დაწესებულების ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს შორის დაძაბულობა დიდი ხანია არსებობს. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების დროს კი ბავშვები ტირიან. ვიდეო დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიზოდს ასახავს. კადრებში ჩანს, როგორ ეხებიან ხელით ერთმანეთს გამგე და თანამშრომელი.

ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ დაპირისპირებული მხარეების, კონფლიქტებისა და პატარების სტრესულ გარემოში აღზრდის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ.