ყვითელი ამბები

ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელიც გერმანიაში გათხოვდა – ფოტოები გეი წყვილის ქორწილიდან

ახალდაქორწინებულს გაბედნიერებას სკანდალური დომინიკ მანგო ულოცავს და წერს, რომ ჯორჯი საქართველოში გარიყული იყო არა მარტო ორიენტაციის, მისი დაავადების გამოც.
Sputnik

ქართველი ბიჭი, რომელმაც გერმანიაში წასვლის შემდეგ ჯორჯ სმიტი დაირქვა, გერმანიაში გათხოვდა. ქორწილის ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ახალდაქორწინებულს გაბედნიერებას სკანდალური დომინიკ მანგო ულოცავს და წერს, რომ ჯორჯი საქართველოში გარიყული იყო არა მარტო ორიენტაციის, მისი დაავადების გამოც.

„ორიენტაციის გარდა მთავარი მიზეზი მისი აივ-ინფექციის სტატუსი იყო, რის გამოც გარიყული და დაჩაგრული იყო საზოგადოებისგან. ფაქტობრივად სიკვდილს გამოვგლიჯე ხელიდან ეს ადამიანი.

დღეს ის სრულფასოვანი ადამიანია, შეიძლება ჩემზე ბევრად ბედნიერიც კი. George Smith გილოცავ დაოჯახებას და გისურვებ, რომ შენც დაიცვა საქართველოში ათასობით ჩაგრული და გარიყული. ყველა ადამიანის ვალია ეს“, – წერს დომინიკ მანგო.