ჯაჯანიძე: 45 წლისამ ჩავაბარე უნივერსიტეტში და პირველად ჩამოვსრიალდი კიბეზე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სიბერეზე საუბრობს.
Sputnik

„იცით, როგორი მოხუცი მინდა ვიყო? ბრძენი, რაღაც დარიგებები მივცე ადამიანებს და ჭეშმარიტება თავში ჩავუდო. მაგრამ ხანდახან ვცეტობ ხოლმე. 45 წლის ვიყავი, როცა ფილოსოფიურზე ჩავაბარე უნივერსიტეტში და პირველად ჩამოვსრიალდი კიბეზე, იმიტომ რომ სტუდენტები სრიალებდნენ“, – ამბობს ჯაჯანიძე.

ტელეწამყვანის თქმით, ასაკის მიუხედავად ხასიათი არასოდეს შეეცვლება, ისეთად დარჩება, როგორიც დღეს არის.