შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა – ვიდეო

კახეთის პოლიციამ გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
Sputnik

კახეთის პოლიციამ გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ნიღაბი, ხელთათმანები და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.