მათი სილამაზე ენით აუწერელია: ვარსკვლავების საუკეთესო ფოტოები ვენეციის 76-ე კინოფესტივალიდან

Sputnik

ვენეციაში რიგით 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ რა ეცვათ ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე.

იტალიის სანაპიროზე მთელი მსოფლიოდან ჩაფრინდნენ ვარსკვლავები, ასევე ტოპ-მოდელები, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე გაიარეს.

წელს ვენეციის კინოფესტივალი 28 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე იმართება. საზოგადოებისთვის, ცოტა არ იყოს, გაუგებარია ის, რომ ნომინანტი ფილმების რაოდენობა მხოლოდ ორია, მათი რეჟისორები ქალები არიან. ასეა თუ ისე, ფესტივალი, სავარაუდოდ, მომავალი წლის თებერვალში „ოსკარის“ მთავარ პრეტენდენტებს ისევ განსაზღვრავს.

1 / 15
იტალიის კუნძულ ლიდოზე ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა
2 / 15
წითელ ხალიჩაზე გაიარეს ვარსკვლავებმა და ჟიურის წევრებმა
3 / 15
საკონკურსო პროგრამაში 21 სურათი შევიდა
4 / 15
მათ შორის არის რომან პოლანსკის, როი ანდერსონის, ოლივია ასაიანის, ნოა ბაუმბაკის, ატომ ეგოიანის, პიეტრო მარჩელოს, სტივენ სოდერბერგისა და ტოდ ფილიპსის ფილმები
5 / 15
ყველაზე დიდ ყურადღებას კი Victoria's Secret-ის ანგელოზები - კენდის სვეინპოლი, ელზა ჰოსკი და მართა ჰანტი იქცევდნენ
6 / 15
გოგონებმა ნახევრად გამჭირვალე, ამოღებულ გულიანი და გამომწვევი სამოსი მოირგეს
7 / 15
ლუიჯი დე ლაურენტისას სახელობის ჯილდოს ჟიურის ხელმძღვანელი, კინორეჟისორი და სცენარისტი ემირ კუსტურიცა
8 / 15
ვენეციური კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟულია
9 / 15
ფესტივალი მომავალი წლის თებერვალში ოსკარის მთავარ პრეტენდენტებს განსაზღვრავს
10 / 15
მუსიკოსი მაურიციო დურაცო წითელ ხალიჩაზე
11 / 15
ჟულიეტ ბინოში, კატრინ დენევი, იაპონელი რეჟისორი ჰიროკაძუ კორეედა, მანონ კლაველი, კლემენტინ გრენიე და ლიუდივინ სანიე წითელ ხალიჩაზე
12 / 15
მოდელი ჟასმინ სანდერსი ცერემონიაზე TWINSET-ის ცისფერი კაბით წარსდგა
13 / 15
კინორეჟისორი ფრანჩესკო კაროცინი და სომალელი-ამერიკელი ტოპ-მოდელი იმან მოჰამედ აბდულმაჯიდი
14 / 15
ბარბარა პალვინმა წითელი ხალიჩისათვის ელეგანტური შავი ფერის კაბა შეარჩია
15 / 15
ჩინელი მსახიობი ნი ნი წითელ ხალჩაზე