ზურაბიშვილი: „რუსეთი ცდილობს ჩვენს დამორჩილებას“

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპისკენ მისწრაფებას შეუქცევადი უწოდა
Sputnik

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. რუსეთი ცდილობს საქართველო ჩარჩოებში მოაქციოს და ევროპული გზიდან გადახვევა აიძულოს, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბიზნეს-ლიდერების ფორუმზე MEDEF International, რომელიც საფრანგეთში გაიმართა.

ივანიშვილისთვის რუსული ბაზრის დაკეტვის მომხრეები საქართველოს მოღალატეები არიან >>

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდან მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ გაწყვიტა.

„რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს და ცდილობს, მოგვაქციოს ისეთ საზღვრებში, რომელიც დაგვაკარგვინებს ჩვენს სამ მონაპოვარს: სტაბილურობას, დემოკრატიას და ევროპულ გზას. თუმცა, ის ამას ვერ მიაღწევს. ჩვენი მიზანდასახულობა ძლიერია. ჩვენი ევროპული მისწრაფება ჩვენივე ფესვებით აიხსნება. ჩვენ ევროპელობა სისხლში გვაქვს გამჯდარი“, – ციტირებს ზურაბიშვილს მისი პრესსამსახური.

„ტერორისტების ყურადღებას მივიქცევთ“ – ზურაბიშვილი აშშ-ის ბაზის განთავსების საფრთხეებზე

ადრე Euronews-თან ინტერვიუში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ურთიერთობა არ შენდება იძულებაზე. და როდესაც საქართველო დაინახავს „მკაფიო სიგნალებს“ ამ მიმართულებით, დიალოგისთვის მზად იქნება.

ამ დროისთვის ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და დიპლომატების ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს, რომლებიც 2012 წლიდან ტარდება. შეხვედრებზე მხარეები ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებს განიხილავენ.