წვიმა, სეტყვა და შტორმი ზღვაზე: საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

სინოპტიკოსების განცხადებით, უხვ ნალექს მთებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გამოწვევა შეუძლია.
Sputnik

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი.

როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, პარასკევს, დღის მეორე ნახევრიდან შაბათის დღის ბოლომდე ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით. ასევე არის სეტყვისა და ძლიერი ქარის ალბათობა.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 31 აგვისტოს

ზღვის სანაპიროზე 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", – ნათქვამია განცხადებაში.

ჰაერის ტემპერატურა პარასკევს აღმოსავლეთ საქართველოში იქნება 15-29 გრადუსი სითბო, ხოლო შაბათს – 14-25. ქარი 8-13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

ამინდის ზუსტი პროგნოზი ბათუმში 31 აგვისტოს>>

დასავლეთ საქართველოში პარასკევს ჰაერის ტემპერატურა იქნება +18-31 გრადუსი, ხოლო შაბათს – 17-27. ქარი 8-13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.