ვაჟა-ფშაველაზე მანქანების გადაადგილება შეიზღუდა

შეზღუდვები სავაჭრო ცენტრ City Mall-ის მშენებლობას უკავშირდება
Sputnik

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

კერძოდ, შეზღუდვები ხუთშაბათს 17:00 საათზე ამოქმედდა და 3 სექტემბრის 24:00 საათამდე გასტანს. შეზღუდვები სავაჭრო ცენტრ City Mall-ის მშენებლობას უკავშირდება.

"ფორსაჟის" ავტობანდა თბილისის ცენტრს ლეწავს – ვიდეო

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მანქანების გადაადგილება აიკრძალება ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან „გუდვილის“ მიმართულებით. ავტოტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან ქავთარაძის ქუჩის მიმართულებით თავხელიძის ქუჩის გავლით, შემდეგ კი მოძრაობას ყაზბეგის გამზირით გააგრძელებს.

აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გააკონტროლებენ.

მთელი გასული კვირის განმავლობაში ვაჟა-ფშაველას გამზირი ჰოლივუდის ბლოკბასტერ „ფორსაჟი 9“-ს გადაღებების გამო იყო გადაკეტილი. ამჟამად იმავე მიზეზის გამო რუსთაველის გამზირია გადაკეტილი.