მსოფლიო დღეს

უკრაინას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ახალმა უფროსმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე კიევი კონტრაბანდის როგორც სისტემური მოვლენის შესახებ დაივიწყებს
Sputnik

თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა ხუთშაბათს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ალექსეი გონჩარუკი დაამტკიცეს.

ამ კანდიდატურას მხარი დაუჭირა 290-მა პარლამენტარმა, საჭირო მინიმუმი კი 226 ხმას შეადგენს, იუწყება „Sputnik-მოლდოვა“.

ზელენსკის პარტიამ გაიმარჯვა: უკრაინის ცესკომ ოქმები დაითვალა

მთავრობის ახალმა მეთაურმა განაცხადა, რომ მისი ვარაუდით წლის ბოლომდე კონტრაბანდა უკრაინაში აღარ იქნება სისტემური მოვლენა, ასევე მას მნიშვნელოვნად მიაჩნია უკვე 2019 წელს კორუფციის დაძლევა სახელმწიფო საგადასახადო სამსახურში.

„წელს ასევე მნიშვნელოვანია „გაიწმინდოს“ კორუფციისგან საგადასახადო სამსახური, მოწესრიგდეს საგადასახადო ადმინისტრირება... როგორც თქვენთვის ცნობილია, კიდევ ერთ უბედურებას უკრაინაში კონტრაბანდა წარმოადგენს... მე ვვარაუდობ, რომ წლის ბოლომდე დავივიწყებთ კონტრაბანდაზე, როგორც სისტემურ მოვლენაზე“, - განაცხადა გონჩარუკმა უმაღლეს რადაში მისი დანიშვნის პროცედურის დაწყებამდე.

უკრაინის ახალი მოწვევის პარლამენტმა ხუთშაბათს თავისი პირველი სხდომა გახსნა. უმაღლესი რადა პირველივე სხდომაზე მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებას აპირებს. მოსალოდნელია, რომ პარლამენტარები 2020 წლის 1 იანვრიდან სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შესახებ კანონპროექტს ხუთშაბათს პირველი მოსმენით დაამტკიცებენ.