ყვითელი ამბები

„ქალების ღმერთო...“ – ვისთან ერთად ისვენებს სოფო ნიჟარაძე

სოფო ბათუმში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც, როგორც ჩანს, მომღერალი ზაფხულის ცხელ დღეებს ატარებს.
Sputnik

ცნობილი ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი არ არის. ის იშვიათად ანებივრებს თავის თაყვანისმცემლებს ფოტოებით. ამჯერად სოფო ბათუმში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც, როგორც ჩანს, მომღერალი ზაფხულის ცხელ დღეებს ატარებს.

წარმოშობით ბათუმელი მომღერალი მშობლიურ ქალაქში მეგობრებთან ერთად იმყოფება.

უცნობია, იმყოფება თუ არა მასთან ერთად სოფოს რჩეული, რომლის შესახებაც მომღერალი მუდმივად საუბრობს, თუმცა მის ვინაობას მალავს. სოფო ყოველთვის ამბობს, რომ შეყვარებულია. ერთ-ერთ ინტერვიუში ის საკუთარ შეყვარებულზე ამბობს, რომ ისინი ყოველთვის ისეთ ადგილზე ხვდებიან, სადაც ნაკლებად შესამჩნევები არიან.

„ბევრი მომღერალი იმაზე მუშაობს, რომ რაც შეიძლება სკანდალური იყოს და ბევრი ილაპარაკოს პირად ცხოვრებაზე. ჩემთვის კი უკეთესია, ნაკლებად გავხდე საჭორაო თემა. ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, რომ ჩემზე ნაკლებად ილაპარაკონ. მე და ჩემი შევარებული არ დავდივართ ისეთ ადგილებში, სადაც პრესა და ტელევიზიაა. შეიძლება ასეთ ღონისძიებაზე ვიყოთ, მაგრამ ვერავინ შენიშნავს, რომ ჩვენს შორის რაიმე სიმპათია არსებობს“, – ამბობდა სოფო.