რუსი ტანმოვარჯიშე საქართველოს სახელით იასპარეზებს

მსოფლიო ჩემპიონატზე სპორტულ ტანვარჯიშში, რომელიც შტუტგარტში ოქტომბერში გაიმართება, მარია ხარენკოვა საქართველოს სახელით წარდგება.
Sputnik

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. 20 წლის რუსმა ტანმოვარჯიშემ მარია ხარენკოვამ სპორტული მოქალაქეობა შეიცვალა და ამის შემდეგ ოფიციალურ შეჯიბრებებზე საქართველოს სახელით იასპარეზებს, ნათქვამია ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის (FIG) განცხადებაში.

ფაჟავამ ევროპის ჩემპიონატზე მხატვრულ ტანვარჯიშში მეხუთე ადგილი დაიკავა

ხარენკოვასა და კიდევ ორი სპორტსმენის (აშშ-დან და კანადიდან) თხოვნა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მანაგუაში (ნიკარაგუა) განიხილეს.

ახალგაზრდა სპორტსმენის მიღწევებს შორისაა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი გუნდურ შეჯიბრებებში, 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე ოქრო დვირზე ვარჯიშში, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მრავალჭიდში.

ამგვარად, მსოფლიოს ჩემპიონატზე სპორტულ ტანვარჯიშში შტუტგარტში, რომელიც 4-13 ოქტომბერს გაიმართება, მარია საქართველოს სახელით წარდგება.