ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე წრე ვერ გადალახა

ტურნირის დასკვნით დღეებში საქართველოს ნაკრებს მედლების აღების იმედი კიდევ აქვს.
Sputnik

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. ჩემპიონატი ამ დღეებში ტოკიოში მიმდინარეობს.

შეჯიბრების მესამე წრეში 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ღვინიაშვილმა ჰოლანდიელ იასპერ სმინკთან წააგო. სმინკმა წინდა გამარჯვება მოიპოვა იპონით.

შეჯიბრების ხუთი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში კვლავ ორი მედალია. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ლუხუმ ჩხვიმიანი, ხოლო ლუკა მაისურაძემ (-81 კგ) ბრინჯაო მოიგო.

მსოფლიო პირველობაზე შეჯიბრების ორი დღე დარჩა. პარასკევს, 30 აგვისტოს მამაკაცთა შორის 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები, სადაც მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანია, რომელიც გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.

მსოფლიო ჩემპიონატი მძიმეწონოსნების (+100) გამოსვლით დასრულდება, სადაც მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტი, ასევე მოქმედი ჩემპიონი ქართველია – გურამ თუშიშვილი.