ყვითელი ამბები

„მთელი ქვეყანა შეყარა“ – რა სთხოვა ესპანეთიდან ლიზა ყენიამ მაია ჯაბუას

შოუ-ბიზნესის კაშკაშა ვარსკვლავებს მათზე არანაკლებ პოპულარული და წარმატებული შვილები ჰყავთ.
Sputnik

მომღერალი ლიზა ყენია ასევე ცნობილი მომღერლის მაია ჯაბუას ქალიშვილია. ცოტა ხნით გოგონა ესპანეთში დასასვენებლად იმყოფებოდა, იქ კი, როგორც ჩანს, ძალიან მოენატრა დედის მომზადებული „ოჯახური“ და მისი დახვედრება დედას სოციალური ქსელის საშუალებით, საჯაროდ სთხოვა.

სახლში მისულმა მომღერალმა კი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მალევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ იღებს ღუმელიდან ოჯახურს და ისმის მაია ჯაბუას კომენტარი, რომ ამ კერძის გამო ლიზამ „მთელი ქვეყანა შეყარა“.

მომღერალ მაია ჯაბუას 21 წლის შვილი ლიზა ყენია პოპულარობით დედას არ ჩამოუვარდება. ისიც მღერის და სხვადასხვა პროექტიდანაც დაამახსოვრა თავი მაყურებელს. თამამი, მიმზიდველი და თანამედროვე ლიზა ყენია გამოირჩევა თანატოლებს შორის.

მისი ხმის ტემბრი, გარეგნობა და მანერები სხვადასხვა პროექტებიდან მალე დაამახსოვრდა საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მომღერლის ქალიშვილია, მან საკუთარი იმიჯი შექმნა და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

თავად დარწმუნდებით, თუ მის შესრულებულ სიმღერებს მოისმენთ ან ცეკვას ნახავთ.