ბეგიაშვილი: ანანური ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი ადგილი გახდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი ანანურში დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრობს.
Sputnik

„აქტიურად გრძელდება ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ეს ტერიტორია ათწლეულების მანძილზე მოუწესრიგებელი იყო. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა და პარკირების სივრცე. ძველი სავაჭრო დახლები კი თანამედროვე ჯიხურებით შეიცვლება“, – აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ანანური როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ჩამოსული დამსვენებლებისთვის უფრო მიმზიდველი ადგილი გახდება.