ყვითელი ამბები

ნინი შერმადინმა შვილის ფოტო გამოაქვეყნა – ცისფერთვალება გოგონამ სოციალური ქსელი დაიპყრო

ნინი შერმადინი შვილისგან მოშორებით, ოკეანის გადაღმა, ამერიკაში ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, დედა-შვილი ძალიან მეგობრობს. მათი შეხვედრა ერთ დიდ ზეიმს ჰგავს, რომელიც მრავალფეროვანი ემოციებითაა აღსავსე.
Sputnik

ცნობილ ქართველ მომღერალს ნინი შერმადინს თინეიჯერი შვილი ჰყავს. გოგონას მარიამ ციცაგი ჰქვია. ის თბილისში ნინის მშობლებთან ერთად იზრდება. პატარა გოგონა დედის ასლია, ბანალური დედა-შვილობის გარდა მათ დიდი მეგობრობა აკავშირებთ. მიუხედავად უშველებელი მანძილისა, ნინი თბილისში ხშირად ჩამოდის.

შერმადინი ამერიკაში 7 წლის წინ გაემგზავრა. მან შვილის საბუთების მომზადება გადაწყვიტა. აპირებს მარიამის შტატებში წაყვანას, რათა გოგონამ სკოლა იქ დაამთავროს. ცოტა ხნის წინ გოგონა ბულგარეთში ჩატარებულ სილამაზის კონკურსზე „პატარა მის პლანეტა“ გახდა. ნინის თქმით, მარიამს სიმღერის ნიჭიც აქვს, გარდა ამისა პროფესიონალივით ხატავს, ცეკვავს და სამსახიობო ნიჭითაც გამოირჩევა.

ნინის ქალიშვილის გამორჩეულ სილამაზეში თავად დარწმუნდებით. გოგონა დედასთან ერთად სხვადასხვა თოქ-შოუს სტუმრობს. ერთამანეთისადმი თბილი და მოსიყვარულე ურთიერთობით გამოირჩევიან. ნინიმ, პირველ რიგში, გოგონას მომავლისთვის ამერიკაში, სრულიად უცხო გარემოში თავი დაიმკვიდრა და მრავალი სირთულის მოუხედავად მშვენირი მარიამი მალე გვერდით ეყოლება.

კონკურსები, საქველმოქმედო კონცერტები და ახალი ფსევდონიმი – ნინი დე როსი შერმადინის ცხოვრების ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში ინტენსიურად არ ჩნდება, მასზე საუბარს არ წყვეტენ.