ყვითელი ამბები

სტეფანე მღებრიშვილის პატარა ქალიშვილი სოციალურ ქსელს იპყრობს – სტეფანია მამას დაემსგავსა

მაია დარსმელიძესა და სტეფანე მღებრიშვილს ერთი ქალიშვილი – სტეფანია ჰყავთ. გოგონას სახელი წლების წინ მომღერალმა თეონა კონტრიძემ შეურჩია. ნახეთ, როგორ გამოიყურება სტეფანეს და მაიას პატარა სტეფანია...
Sputnik

მაია და სტეფანე საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და ხმაურიანი წყვილი აღმოჩნდა. მათი ერთად ყოფნა მუდმივად კამათს და სკანდალებს უკავშირდებოდა. მიუხედავად ამისა, წყვილს ერთი საერთო შვილი, ულამაზესი სტეფანია გაუჩნდა.

სტეფანე მზრუნველი მამა აღმოჩნდა. როგორც ყოფილი წყვილის საერთო მეგობრები ამბობენ, რეპეტიციებს ტოვებდა, რათა სახლში რამდენიმე საათით დაბრუნებულიყო და სტეფანიასთან ეთამაშა. მამა-შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს. სხვათა შორის, სტეფანე იხსენებს, რომ სტეფანიას პირველი წარმოთქმული სიტყვა სწორედ „მამა“ იყო. ამიტომ მომღერალი შვილს „მამას გოგოს“ უწოდებს.

სტეფანე და პატარა სტეფანია ერთად ხშირად მოგზაურობენ. გოგონა მამის კონცერტებს ბავშვობიდან ესწრება, მაგრამ ახლა გამოცდილ მომღერალს რჩევებსაც აძლევს. მათი საერთო ფოტოები ან საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გამოჩენა მუდამ დიდ ინტერესს იწვევს.

სტეფანიას მშობლებისგან განსხვავებული ხასიათი აქვს. გოგონას მოფერებით ფანიას ეძახიან. როგორც მშობლები ინტერვიუებში ჰყვებიან, სტეფანია თბილი, კეთილი, მეგობრული და მხიარული გოგონაა. დედ-მამასთან შედარებით ჩხუბს და კამათს თავს არიდებს, მაგრამ იშვიათად ჯინიანიც არის.