სალომე ზურაბიშვილმა რუსეთთან დიალოგის აღდგენის პირობები დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა უცხოურ მედიასთან ინტერვიუში ის პირობები დაასახელა, რომელთა შესრულების შემთხვევაში რუსეთთან დიალოგი აღდგება.
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო —  Sputnik. თბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგის აღდგენა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რუსეთი საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას შეცვლის, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости „ევრონიუსზე“ დაყრდნობით.  

ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ არ აფიქსირებს საკუთარ აზრს ზოგიერთ მოვლენებთან დაკავშირებით

ზურაბიშვილის თქმით, სწორედ ეს გახდება საფუძველი იმისთვის, რომ „აღდგეს და დამყარდეს რაიმე სახის კონტაქტები“.

„ამასთან რუსეთმა აუცილებლად უნდა აღიაროს, რომ ურთიერთობა არ შენდება იძულებაზე. როცა ჩვენ მკაფიო სიგნალებს დავინახავთ ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, მზად ვიქნებით დიალოგისთვის მომავალში“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს შეწყდა. ამ დროისათვის ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მიმდინარეობს, რომლებიც 2012 წლიდან ტარდება. შეხვედრებზე მხარეები ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებს განიხილავენ.