კოკისპირული წვიმის შედეგად ქუთაისის ქუჩები დაიტბორა

წვიმისგან დაზარალებული მოვაჭრეები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ძლიერი წვიმის გამო ქუთაისში ქუჩები და ქალაქის ცენტრში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული სავაჭრო ობიექტები დაიტბორა, იუწყება პირველი არხი.

სამაშველო სამსახური მთელი ღამის განმავლობაში წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებდა.

წვიმისგან დაზარალებული მოვაჭრეები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.