ყვითელი ამბები

„ფსიქიატრთან ჩემი მკურნალობა დიდი ხანი გაგრძელდა“ – ნანიკო ხაზარაძის მოულოდნელი აღიარება

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე ფსიქიატრთან მკურნალობდა. ამის შესახებ წერილი სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. მას უამრავი ადამიანი გვერდში ამოუდგა. აი, რას წერს ცნობილი ტელეწამყვანი...
Sputnik

ნანიკო ხაზარაძის მოულოდნელმა აღიარებამ ბევრი ადამიანი გაამხნევა. ვისაც რაიმე ფსიქოლოგიური ან ფსიქიატრიული პრობლემა სჭირს, ნანიკოს გამოეხმაურა. როგორც აღმოჩნდა, ჟურნალისტი წლების მანძილზე ფსიქიკურ პრობლემებს ებრძოდა და მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა. ამის შესახებ ნანიკომ საკუთარ გვერდზე გულის ამაჩუყებელი სიტყვები დაწერა:

„ჩემი მკურნალობა ფსიქიატრთან დიდი ხანი გაგრძელდა. მთავარია აღიარო რომ დახმარება გჭირდება და დანარჩენს ექიმი მიხედავს. ეს იმას არ ნიშნავს რომ ქვეყანაში ფსიქიატრია პრიორიტეტია. 
მკურნალობა სირცხვილი არ არის!“

ნანიკომ საკუთარი პოსტის გარშემო უამრავი ადამიანი გააერთიანა. ბევრი მათგანი ნაცნობ ექიმებს რეკომენდაციას უწევს, დანარჩენები საკუთარ გამოდილებას აზიარებენ. ნანიკოს წამოძახილის შინაარსი ის არის, რომ ადამიანებმა რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ და შეფარვის გარეშე იმკურნალონ, რადგან დაგვიანება სავალალო შედეგამდე მიდის.