ყვითელი ამბები

„ჩვენი ცეცხლოვანი და მოდური“ – მარკუს მეტრეველი ახალი სტილით თაყვანისმცემლებს იზიდავს

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი რამდენიმე წელია საქართველოს დაუბრუნდა. მისი ტელეეკრანებზე გამოჩენა მუდამ რაიმე სკანდალს უკავშირდება. მისი ოჯახი, შვილები, ორიენტაცია და ჩაცმის სტილი წლებია განსახილველი საგანია.
Sputnik

მომღერალ მარკუს მეტრეველს მდიდრულად ჩაცმა-დახურვა და მოგზაურობა ძალიან უყვარს. ყველგან და ყოველთვის, ნებისმიერ გაუგებარ სიტუაციასშიც კი საუკეთესოდ გამოიყურება. ამიტომ მას ბევრი განიხილავს, ზოგი კრიტიკულად, ზოგი აღფრთოვანებით.

ქართულ შოუ-ბიზნესს ახალი შემართებითა და იდეებით წლების წინ დაუბრუნდა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მისი უცხო ჩაცმულობა ბევრს უცნაურად ეჩვენებოდა. მარკუს მეტრეველის ყველგან სათვალით გამოჩენა საზოგადოებაში ბევრ კითხვას აჩენდა. მისი ტრენდული ჩაცმულობა კი დღემდე ყველას ყურადღებას იქცევს.

მომღერალი ექსპერიმენტების მოყვარულია, არც საზოგადოების კრიტიკა აშინებს. ახალ საქმეს დიდი ენთუზიაზმით შეუდგა და დიზაინერის სახელის მოხვეჭას ცდილობს. მრავალი მოდური და ბომონდური ღონისძიების გარდა, ახლა წამყვან მოდის სახლებს სტუმრობს. ევროპაში და საქართველოში მისი შექმნილი ხაზი ნელ-ნელა ვრცელდება.

მარკუს მეტრეველი, თავის მხრივ, სატელევიზიო შოუებში ხშირად საუბარობდა მის უდიდეს სიყვარულზე ხატვისადმი, შესაბამისად, სამოსის ესკიზების შესრულება არ გაუჭირდა. ახლა ისღა დარჩენია, მეტი ტანსაცმელი შეკეროს და უახლოეს მომავალში მის მოდის სახლსაც ვიხილავთ.