მართლმადიდებლები 28 აგვისტოს მარიამობას აღნიშნავენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ ხვდებიან ამ დღეს.
საქართველოში მარიამობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ვინაიდან საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად მოიხსენიებენ. ამ დღეს ღვთისმსახურება საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება.
ამ დღეს ეკლესია მოიხსენიებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას – მოვლენას, რომელიც ერთდროულად სევდითა და სიხარულით არის სავსე. ამ დღეს ღვთისმშობელმა ცხოვრების გზა დაასრულა, თუმცა საკუთარი ვაჟის გვერდით დაიკავა ადგილი. საეკლესიო გადმოცემით, ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში მქადაგებელი მოციქულები სასწაულებრივად შეიკრიბნენ იერუსალიმში ღვთისმშობელი მარიამის ზეცად ამაღლებისათვის.