ყვითელი ამბები

ქეთა თოფურიას დიზაინით შექმნილმა კაბებმა საზოგადოება აღაფრთოვანა – ფოტოები

Sputnik

სოჭში მიმდინარეობს მუსიკალური კონკურსი „ახალი ტალღა 2019“, სადაც რუსული ბომონდის თითქმის ყველა წევრმა მოიყარა თავი.

კონკურსი წელს იგორ კრუტოის იუბილეს ეძღვნება. მომღერლებმა კონცერტზე ცნობილი კომპოზიტორის ცნობილი ჰიტები შეასრულეს.

ღონისძიება ეგორ კრიდმა გახსნა სიმღერით Крутой.

ღონისძიებაზე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია. ქეთა სტუმრების წინაშე წარდგა ყვითელი ულამაზესი კაბით, რომელიც საკუთარი დიზაინით შექმნა მისმა ბრენდმა ketione. მომდევნო დღეებში ქეთა თავს შვინდისფერი და თეთრი კაბებით იწონებდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ქეთას ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოსკოვში ქეთა თოფურიას მაღაზია 2014 წელს გაიხსნა. მომღერალმა სასცენო მოღვაწეობის პარალელურად დიზაინერობას მიჰყო ხელი და საკუთარი ბრენდი Ketione შექმნა.

KETIone – პრემიუმ-კლასის ტანსაცმლის ბრენდია, რომელსაც A'Studio-ს ქართველი სოლისტი აწარმოებს.

KETIone-ის ქალური და ელეგანტური კოსტიუმები ჰაეროვანი ნაჭრებისგან მზადდება, რომელიც გადაწყვეტილია ფერად პალიტრაში. ძირითადი კოლექცია მოიცავს ტოპებს, საღამოს კაბებსა და შთამბეჭდავ დეკოლტეებს, ასევე ქურთუკებსა და მჭიდრო ქვედა კაბებს. დიზაინერი აქცენტს სამოსში მეტ მგრძნობიარობაზე აკეთებს და ამავე დროს ორიენტირებულია მინიმალიზმზე, რომელიც კონტრასტული ფერებითაა გადმოცემული.