ყვითელი ამბები

ირინა ონაშვილმა ცაში ივახშმა – ნახეთ მოდელის ფანტასტიკური ფოტოები

მოდელი ირინა ონაშვილი ექსტრემალი აღმოჩნდა. ქართველი მოდელი ცაში გამოკიდულ რესტორანს ეწვია და გამორჩეული კერძები მიწიდან რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე უშიშრად დააგემოვნა.
Sputnik

ქართველმა მოდელმა ირინა ონაშვილმა „ცაში ვახშმობა“ გადაწყვიტა. მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე თბილისთან ახლოს მდებარე რესტორანში გატარებული დროა ასახული.

ცნობილი მოდელი კოჯორში მდებარე 50 მეტრის სიმაღლეზე აღმართულ უნიკალურ რესტორანს ეწვია, სადაც ქართული ტრადიციული კერძები ახალი ფორმით დააგემოვნა. ფოტოების შთამბეჭდაობაში თავად დარწმუნდებით.

ამ უჩვეულო სანახაობით უამრავი ადამიანი დაინტერესდა. ირინა ონაშვილმა კი ერთი დაუვიწყარი დღე და ემოციები Instagram-ზე გააზიარა.