ყვითელი ამბები

ცირა კობიაშვილი რადიკალურად შეიცვალა – ნახეთ მომღერლის გარდასახვა

22 წლის ცირა კობიაშვილი თაყვანისმცემლების ყურადღებას ექსპერიმენტებით იქცევს. მისი მიმზიდველი გარეგნობა და სტილი საინტერესო, ბევრისთვის კი სამაგალითო გახდა. ახლა შეყვარებულია და მეტ ყურადღებას სამომავლო გეგმებსა და აქტიურ მუშაობას უთმობს.
Sputnik

ცირა კობიაშვილი ფართო საზოგადოების წინაშე "X ფაქტორში" წარდგა. ახალბედა შემსრულებლის დედა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი თეა პაჭკორიაა. ცირამ, ვოკალური მონაცემების პარალელურად, სევდიანი ისტორიით მიიპყრო ყურადღება და შესრულებული სიმღერა გარდაცვლილ შეყვარებულს მიუძღვნა. მისი ტრაგედია მთელმა საქართველომ მოისმინა და მასთან ერთად გაიზიარა.

პროექტის მანძილზე ცირამ მსმენელს თავი ეპატაჟურობითაც დაამახსოვრა. ის სოფო ნიჟარაძეს დაუპირისპირდა. შეფასებისას სოფომ აღნიშნა, რომ ვიზუარული ეფექტი უფრო მეტია, ვიდრე ვოკალური და გადამეტებული სექსუალურობა მას ხელოვნურად გამოსდის. სოფოს წარმოთქმული სიტყვები ცირას არ მოეწონა და დამცინავი მიმიკა ვერ დამალა.

ახლა ცირას ცხოვრებაში ახალი გამოწვევებია. ის ერთ-ერთ თურქულ ხმის ჩამწერ სტუდიასთან მუშაობს. ერთი წლის წინ ცირამ ახალი ჰიტი Hun Bun გამოუშვა, რომელსაც "იუთუბის" ოფიციალურ გვერდზე ერთ მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ცირას შესრულებამ ქართველი საზოგადოება ორ ნაწილად გაყო. ბევრმა მისი ინგლისური გამოთქმა დაიწუნა, ზოგმა გამომწვევი გარეგნობა. ცირა კი ისევ და ისევ წინ მიისწრაფის ახალი პროექტებით.

პროექტის შემდეგ კობიაშვილი უფრო და უფრო იცვლება. მის ირგვლივ ჭორების რაოდენობაც იზრდება. მიუხედავად სირთულეებისა, შემსრულებელი თურქული ესტრადის დაპყრობას ცდილობს.