პეკინის გამზირზე გამვლელმა ქალმა სამი წლის ბავშვი დაჭრა - დამნაშავე მიიმალა

 დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. პეკინის გამზირზე სამი წლის ბავშვის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ, წინასწარი შეცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლიანი გარჩევა ბათუმში: საშაურმეში უცხოელმა ქართველი ახალგაზრდა დაჭრა

თბილისში, პეკინის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ, მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და ის ადგილიდან მიიმალა. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მცირეწლოვანი ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანა.

პეკინის გამზირზე დაშავებული მცირეწლოვანის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მედიკოსების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.