ზუგდიდში მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავა.
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია - „ქარვასლასთან“ სროლის დეტალები ცნობილია

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშში ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოქალაქე დააყაჩაღეს, 770 ლარი გასტაცეს და ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.