მსოფლიო დღეს

ესპანეთში ბინის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

დაკავებული ბინების გაქურდვისთვის რამდენჯერმეა ნასამართლევი.
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ესპანეთის პოლიციამ ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ უესკაში მოხდა.

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლიციას საეჭვო გარეგნობის მამაკაცის შესახებ ინფორმაცია მოქალაქემ მიაწოდა. სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ მამაკაცმა მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციელებმა მისი დაკავება მალევე შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულის ჩხრეკის დროს პოლიციამ აღმოაჩინა ნივთები, რომელთა საშუალებითაც ის გასაქურდ ბინებს ნიშნავდა.

გამოძიების ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, რამდენჯერმეა ნასამართლევი ბინების გაქურდვისთვის ბარსელონაში.

მას ბრალი სამართალდამცველებზე თავდასხმისა და ბინების გაქურდვისთვის წაუყენეს.