ბათუმის მიმართულებით 1 სექტემბერს დამატებითი მატარებელი დაინიშება

აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ექნება მატარებელში სასურველი ადგილი აირჩიოს.
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. მიუზიკლ „ჩხიკვთა ქორწილზე" დასწრების მსურველთათვის 1 სექტემბერს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი „საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი მატარებელი რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „ბლექ სი არენას" (Black Sea Arena) ბაქანზეც გაჩერდება.

ვერდის ფესტივალი დასრულდა: დასკვნითი საღამო Black Sea Arena-ზე გაიმართა

მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს: გასვლა – თბილისიდან 12:40 სთ, ჩასვლა – „ბლექ სი არენა" 17:25 სთ; ჩასვლა – ბათუმი 18:23 სთ, გასვლა – ბათუმიდან 23:50 სთ; გასვლა – „ბლექ სი არენა" 0:38 სთ, ჩასვლა – თბილისი 5:15 სთ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია მობილური აპლიკაციით – Georgian Railway Tickets. აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ექნება მატარებელში სასურველი ადგილი აირჩიოს.

ბილეთები იყიდება ასევე ვებ-გვერდებზე Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

„ჩხიკვთა ქორწილი" 40 წლის განმავლობაში თითქმის 800-ჯერ იყო წარმატებით წარმოდგენილი. ალექსანდრე ბასილაიასა და ჯემალ ბაღაშვილის სპექტაკლმა უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.