ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ „Sputnik-საქართველოს“ გადამღებმა ჯგუფმა იპოვა ადამიანი, რომელსაც შეუძლია მსუბუქი დატვირთვით 47 დღეში მიაღწიოს ისეთივე შედეგს, რისთვისაც სხვებს ორი წლის განმავლობაში უმძიმესი დატვირთვით ვარჯიში სჭირდებათ.
ფეხბურთელებისთვის შემუშავებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების უნიკალური სისტემის ავტორი თბილისელი გუჯა კახაძე გახლავთ, რომელმაც მრავალწლიანი ძიებისა და ქართველი სპორტსმენებისა და მოზარდების ხასიათზე დაკვირვების შემდეგ შეიმუშავა ახალი მეთოდი – ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე – „47+5“.