ყვითელი ამბები

სალომე ჭაჭუას ცეცხლოვანი ფოტოები კრეტადან – ვისთან ერთად ისვენებს ვარსკვლავი

გიორგი ვარდოსანიძესთან დაოჯახების შემდეგ სალომე უფრო ცნობადი და ინტერნეტ-სივრცისთვის საინტერესო გახდა.
Sputnik

მიუხედავად იმისა, რომ იურისტების ოჯახში გაიზარდა, მისმა შემოქმედებითმა უნარმა და ხელოვნებისადმი სიყვარულმა ყველა წინააღმდეგობას გაუძლო და საქართველოში სამეჯლისო ცეკვების დედოფლადაც იქცა.

სალომე ჭაჭუას პროფესიიდან გამომდინარე, სცენაზე მუდამ გამომწვევად აცვია. კლასიკური სტილი, საღამოს კაბები თუ საზეიმო ტანისამოსი მისი განუყოფელი ნაწილია. მაგრამ, როგორც სხვადასხვა ინტერვიუებიდან ირკვევა, დიდ უპირატესობას სპორტულ ტანსაცმელს ანიჭებს.

ცეკვისადმი ინტერესი საკმაოდ გვიან, 12 წლის ასაკში გაუჩნდა, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა საკუთარი სკოლა „პრაიმდენსი“ დაეარსებინა და მრავალი მოსწავლე წარმატებით გაეერთიანებინა.

2012 წელს პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის მიღების შემდეგ მის მიმართ ყურადღება არ ცხრება. დღემდე არ წყდება საუბარი მის პარტნიორებზე, გიორგი ვარდოსანიძის ცოლობასა და შემდეგ სკანდალურ დაშორებაზე.

არავის არ უკვირს ქორეოგრაფის გამომწვევი და თამამი ჩაცმულობა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ იმდენად მადისაღმძვრელი ფოტო გამოაქვეყნა, რომ მისი სხეული გულგრილს არავის დატოვებს.

როგორც ჩანს, მოცეკვავე საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ისვენებს. ფოტოებში ჩანს, რომ შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი დროს მეგობრებთან ერთად ატარებს.

„ანათებ“, „სასწაული გოგო ხარ“, „ულამაზესი“, – უწერენ სალომეს კომენტარებში.