ყვითელი ამბები

მაკა ზამბახიძე „მამულიჩას“ ზურგზე ახტება – ლელა წურწუმია სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

ცნობილ პროდიუსერს კახა მამულაშვილს და მომღერალ მაკა ზამბახიძეს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ.
Sputnik

მომღერალმა ლელა წურწუმიამ Instagram-ის „სთორიში“ მეუღლის – პროდიუსერ კახა მამულაშვილის და მომღერალ მაკა ზამბახიძის სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა.

ვიდეო აუზზეა გადაღებული და მაკა ცდილობს „მამულიჩას“ ზურგზე შეახტეს, რაზეც მეგობრები ხალისობენ.

მაკამ ფართო საზოგადოებას თავი დუეტ „ჯორჯიაში“ გამოჩენისთანავე დაამახსოვრა. რატი დურგლიშვილის და მაკა ზამბახიძის ჰარმონიული დუეტი ნამდვილად შედგა. მათი ხმები ტკბილად ერწყმოდა ერთმანეთს და ბევრს ისინი წყვილი ეგონა.

„ყოფილი ქმარი ბევრად ჯობს!”- მაკა ზამბახიძემ ახალი რჩეულის ფოტოები გააზიარა

თუმცა მაკა დუეტ „ჯორჯიას“ შექმნის პერიოდში პირველ ქმარს დაშორებული იყო და ქალიშვილი ჰყავდა. ახლა მას მესამე მეუღლე, 7 წლით უმცროსი ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელი ჰყავს.

მიხეილი და მაკა ბევრი ქართველი ვარსკვლავის ახლო მეგობრები არიან. ამაში მიხეილის ფოტოებიც დაგარწმუნებთ. მათ ახლო მეგობრებს შორის ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდიუსერი, საზოგადოებისთვის ცნობილი მამულიჩა, იგივე კახა მამულაშვილიც არის.

„ალყაში ვარ...“ – მამულიჩა ბათუმში ერთობა – სახალისო ვიდეო

მა­კამ მაისში “ოქ­როს ტალ­ღა­ზე” წლის სა­უ­კე­თე­სო მომ­ღე­რა­ლი ქა­ლის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვა. შემსრულებელი ახალ სიმ­ღე­რებ­ზე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის კვალ­დაკ­ვალ მაკა ზრუ­ნავს სა­კუ­თარ იმიჯ­ზე. ფოტოებიდანაც კარგად ჩანს, რომ მომ­ღე­რა­ლი სა­უ­კე­თე­სო ფორ­მა­შია.