ყვითელი ამბები

„ადგილი, სადაც ჩემი გული უფრო სწრაფად სცემს, ვიდრე ოდესმე...“ – ანუკი არეშიძე ფოტოს აქვეყნებს

დიზაინერი და მოდელი ანუკი არეშიძე „ინსტაგრამზე“ გულის ამაჩუყებელ პოსტს აქვეყნებს.
Sputnik

დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. ის ხშირად ანებივრებს საზოგადოებას ახალ-ახალი ფოტოებით. ამჯერად ანუკიმ ანანურში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეს ის ადგილია, სადაც მისი ბავშვობის მოგონებებია.

„ადგილი, სადაც ჩემი გული უფრო სწრაფად სცემს, ვიდრე ოდესმე... ჩემი ბავშვობის მოგონებები“, – წერს ანუკი არეშიძე.

ანუკი არეშიძე ანანურში ზაფხულობით ხშირად ისვენებს ხოლმე. ივლისი ოთხ შვილთან ერთად სწორედ ანანურში გაატარა. როგორც თბილისის მერის მეუღლე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, მის ოჯახს საქართველოს კურორტები ძალიან უყვარს და ცდილობენ, ყოველთვის აქ გაატარონ არდადეგები.

სწორედ მთაში ცხოვრებაზე ოცნებობს დიზაინერი და იმედი აქვს, რომ ოდესმე ექნება მთაში სახლი, სადაც დილით ძროხის ზარის ხმა გააღვიძებს, ექნება ვენახი და ეყოლება ცხენები.

არეშიძის თქმით, ფავორიტი კურორტი ბახმაროა, სადაც კალაძეების დიდი ოჯახი ივლისის ბოლოს სამი კვირით მიდის, რადგან სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი, ცხე­ნე­ბით ჯი­რი­თი, ტყე­ში სე­ირ­ნო­ბა, სა­ღა­მოს კო­ცონ­ზე სი­მინ­დის შეწ­ვა და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი – ეს არის ის, რაც მის შვი­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ.