თიანეთსა და ახმეტას ახალი გზა დააკავშირებს

ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზა და ახალი ხიდების მშენებლობა კახეთიდან მცხეთა-მთიანეთის მიმართულებით მოძრაობას სწრაფსა და უსაფრთხოს გახდის.
Sputnik

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. აქტიურად მიმდინარეობს თიანეთისა და კახეთის დამაკავშირებელი 28-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

თიანეთსა და ახმეტას ახალი გზა დააკავშირებს

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის საფუძვლის ქვედა ფენისა და რკინა-ბეტონის მილების მოწყობა. დაგეგმილია არსებულ გრუნტის გზაზე სრული რეაბილიტაციის ჩატარება და ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა.

თიანეთსა და ახმეტას ახალი გზა დააკავშირებს

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, აღადგენენ არსებულ ხიდს და ააშენებენ ორ ახალ ხიდს.

რიკოთის უღელტეხილზე გზის მონაკვეთის მშენებლობა იწყება>>

პროექტის განხორციელების შემდეგ თიანეთსა და ახმეტას განახლებული და კომფორტული გზა დააკავშირებს. ამჟამად გზა დაზიანებულია და ამის გამო ავტომობილებს გადაადგილება უჭირს.

პროექტის ღირებულება 19 მილიონი ლარია.