მიხეილ კალანდიას ადვოკატი ომბუდსმენს საჩივრით მიმართავს – ვიდეო

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი 12 სექტემბერს ჩანიშნული სხდომის ნაწილობრივ გასაჯაროებას ითხოვს
Sputnik

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი 12 სექტემბერს ჩანიშნული სხდომის ნაწილობრივ გასაჯაროებას ითხოვს.

ადვოკატი სახალხო დამცველს საჩივრით მიმართავს. მისი თქმით, საკუთარი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა არ ეძლევა და დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრა მოსასმენი აპარატებით აღჭურვილ ოთახში უწევს.