აუტანელი სიცხე თბილისში: როგორ გრილდებიან ქალაქის პარკებში – ფოტო

Sputnik

საქართველოში აგვისტოს ბოლო ზაფხულის ყველაზე ცხელი პერიოდი აღმოჩნდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ აღწევენ თავს სიცხეს ქალაქის პარკებში.

აგვისტოში თბილისს ტოვებენ, აქ ხომ გაუსაძლისი სიცხეებია. მაგრამ რა ქნან მათ, ვინც ამ დროს დედაქალაქში რჩება? განსაკუთრებით ეს პრობლემა ბავშვებისთვის არის აუტანელი. იხილეთ ფოტომასალა, თუ როგორ ატარებენ დღეებს ბაშვები პარკებში, სადაც შადრევნებია დამონტაჟებული და წყლის ნაკადი მიწიდან ამოედინება. ასეთ შადრევნებზე შეიძლება სირბილი და ხტომა. ბავშვებისათვის ეს, გართობის გარდა, გაგრილების კარგ საშუალებადაც იქცა.

1 / 15
აგვისტოში თბილისში ტემპერატურა დაახლოებით 40 გრადუსია, ზოგჯერ მეტიც
2 / 15
ბავშვები ზაფხულის სიცხეს შადრევნებზე სირბილით აღწევენ ტავს
3 / 15
შადრევნებს გასაგრილებლად ფრინველებიც იყენებენ
4 / 15
სპეციალისტების თქმით, ცხელი ამინდები საკმაოდ საზიანოა, განსაკუთრებით ხნიერებისათვის და ბაშვებისათვის
5 / 15
ყველას არ შეუძლია ზაფხულში თბილისიდან გასვლა, მათ შორის ყველაზე ცხელ პერიოდშიც კი
6 / 15
ამიტომ შადრევნები ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია
7 / 15
თუმცა ყველა არ დარბის ფანტანებში. პარკებში აღმოსავლელი სტუმრები პაპარაცებივით სხედან და სმარტფონებით ყველაფერს იღებენ გარშემო. ალბათ, ასეთ სიცხეში მათაც სურთ შადრევანით გაგრილება, თუმცა მათთვის არ შეიძლება
8 / 15
ზრდასრულები იშვიათად გრილდებიან შადრევნებში, ალბათ თავს იკავებენ ბავშვური გასართობისგან. სამაგიეროდ ბავშვებისათვის ეს დიდი მხიარულებაა
9 / 15
ბავშვები წყალში ყვირილით შერბიან - ცხელ ამინდში ეს ნებისმიერ ატრაქციონს ჯობს
10 / 15
საუკეთესო მომენტი დაფიქსირებულია! სტუმრები აღმოსავლეთიდან ბუჩქებთან დგანან, ბავშვებსა და შადრევნებს უღებენ და თავადაც ხვდებიან ფოტოგრაფების ობიექტივებში
11 / 15
ზრდასრულები, რომლებიც პატარებთან ერთად არიან, შადრევნების მახლობლად სხედან
12 / 15
თბილისში ყოველწლიურად იზრდება შადრევნების რაოდენობა, რაც ზაფხულის სიცხეში აუცილებელია
13 / 15
სხვადასხვა მიზეზების გამო, ყველა ვერ ტოვებს თბილისს, თუმცა პარკებში დასვენება ყველასათვის ხელმისაწვდომია
14 / 15
თბილისის ყველაზე ხშირი სტუმრები - მტრედები ასევე გრილდებიან შადრევნებთან
15 / 15
ამ შადრევნების ჭურჭელი და მექანიზმი განთავსებულია მიწის ქვეშ, ამიტომ მიწის ზემოთ მხოლოდ წყლის ნაკადი ჩანს