უბედური შემთხვევა სენაკში: მდინარეში 24 წლის მამაკაცი დაიხრჩო

გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა
Sputnik

თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. სენაკში შაბათს მომხდარ უბედურ შემთხვევას 24 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სოფელ გეჯეთში, მდინარე ტეხურაში ბანაობისას დაიხრჩო.

გარდაცვლილი ახალგაზრდის ცხედარი ქუთაისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.