ყვითელი ამბები

თიკა ფაცაციას ძმა მდედრობითი სქესის გულებს იპყრობს- ნახეთ, როგორ გამოიყურება კალათბურთელი

საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც თიკაზე ნეგატიურ კონტექსტში ისაუბრებს. მისი გარეგნობა, მშვიდი საუბარი, ხმის ტემბრი და რა თქმა უნდა, ოჯახი უამრავ ადამიანს მოსწონს.
Sputnik

ცნობილი ქართველი მოდელისა და ტელეწამყვანის პორად ცხოვრებას განიხილავენ, მაგრამ თიკა საკუთარ ოჯახზე ყვითელ პრესასთან თუ მოდულ ჟურნალ-გაზეთებში არასდროს საუბრობს. ყველა ინტერესდება მისი ბიზნესმენი ქმრით, ულამაზესი შვილებით, მშობლებით...

ახლა, საზოგადოების ყურადღება თიკას მიერ ატვირთულმა ფოტომ მიიპყრო. რამდენიმე დღის წინ, ყოფილმა მოდელმა ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სურათზე თიკა, მისი უსიმპათიურესი ძმა- ლევან ფაცაცია და თიკას ულამაზესი დედა მანანა ფაცაცია არიან. თიკა და ლევანი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.

თიკამ ფოტოს იუმორნარევი წარწერა დაურთო- „მოძრაობა შეჩერდა“. მართლაც, მათი მშვენიერებით ბევრი ადამიანი აღფრთოვანდა. როგორც ყოველთვის თიკას სურათის კომენტარებში კომპლიმენტები არ წყდება. ეს ფოტოც არ არის გამონაკლისი.

თიკას კალათბურთელი ძმა - ლევან ფაცაცია, წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა და თამაშობდა. სპორტის ამ სახეობაში დიდ წარმატებას მიაღწია. მის მიმართ საზოგადოება სიმპათიით არის განწყობილი და ჭორებსაც ნაკლებად გაიგებთ, ისევე როგორც თიკას მიმართ. თიკას უმცროსი ვაჟი და ლევან ფაცაცია უახლოესი მეგობრები არიან. ბიჭები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.

ახლა ბევრ ქალბატონს გული დაწყდება. თიკა ფაცაციას უმცროსს ძმას ოჯახი ჰყავს. მისი რჩეული ყოფილი მოდელი და კომუნიკაციის ფსიქოლოგიის კურსდამთავრებული- ქეთი სა­ბახ­ტა­რაშ­ვი­ლია.

წყვილი, წლებია ერთადაა. ჯერ კიდევ მაშინ დაახლოვნენ, როდესაც ქეთი მოსკოვში ცხოვრობდა. მათ 4 წლის გოგონა ნინა ჰყავთ. როგორც ფოტოებიდან ირკვევა, ლევანი საუკეთესო მეუღლე და ძალიან მზრუნველი მამაა. წყვილმა ქორწილი 2016 წელს გადაიხადა.