ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

ლუხუმ ჩხვიმიანმა ფინალური ორთაბრძოლა იპონით დაასრულა
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60 კგ) ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატის პირველივე დღეს ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალურ ორთაბრძოლაში ჩხვიმიანის მეტოქე იყო უზბეკი შაროფიდინ ლუტფულაევი. თავიდან ქართველმა ძიუდოისტმა ბრძოლა წარუმატებლად დაიწყო, თუმცა ბრძოლის დასრულებამდე 17 წამით ადრე ჩხვიმიანმა იპონით მოგება შეძლო.

იმავე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ამირან პაპინაშვილი ტურნირ ადრეულ სტადიაზე გამოეთიშა.