ყვითელი ამბები

„სუპერ წყვილია...“ - ირაკლი მაქაცარიას თაკო ნაცვლიშვილს ურიგებენ

Sputnik

პროდიუსერ ნოე სულაბერიძის მიერ Instagram-ში გამოქვეყნებულ ფოტოს, სადაც ის ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიასა და მოდელ თაკო ნაცვლიშვილთან ერთადაა გადაღებული, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები თაკოსა და ირაკლის წყვილით მოიხიბლნენ.

„თაკო და ირაკლის წყვილი მომწონს, როგორ უხდებიან ერთმანეთს“,  „სუპერ გოგო. როგორ უხდება ირაკლის გვერდით დგომა“, „როგორ უხდებიან ის ორი ერთმანეთს“, - წერენ ფოტოს კომენტარებში.

ირაკლი მაქაცარიას შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგო ფართო საზოგადოებამ. 32 წლის პროდიუსერმა, ბათუმში დაბადებულმა და თბილისში მცხოვრებმა ირაკლი მაქაცარიამ მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ ცნობილ რუსულ შოუში – „ხოლოსტიაკში” (მარტოხელა) ეცადა ბედი და ნამდვილ სექსსიმბოლოდ იქცა.

შოუ მისი მონაწილეობით ძალიან პოპულარული გახდა და შოუს ბოლოს მან არჩევანიც გააკეთა – მისი რჩეული ალიონა ლესიკი იყო, რომელიც ცოლადაც უნდა შეერთო. წყვილი საკმაოდ ბევრ დროს ატარებდა ერთად, ირაკლის გოგონა საქართველოშიც ჰყავდა ჩამოყვანილი და თავისი სამშობლოც გააცნო, თუმცა 2 წლის წინ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ირაკლიმ მაშინ უარი თქვა კომენტარების გაკეთებაზე და მიზეზებზეც არ უსაუბრია, ალიონამ კი ვრცელი პოსტი მიუძღვნა ამ ამბავს და შემდეგ კი მალევე ირაკლი საქართველოში დაბრუნდა, ახლა ის „პრაიმ შოუს“ ერთ-ერთი წამყვანია.

რაც შეეხება თაკოს, ის 21 წლისაა, პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობს, თუმცა ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თაკო შეყვარებულია და მისი რჩეული ოთო ხუროძეა.

მოდელმა გუშინ „ინსტაგრამ სთორიში“ ოთოსთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა. თაკო საკმაოდ პოპულარული მოდელია, უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Versace, Giorgio Armani, Dolce & Gabbana, Elie Saab, Christian Dior, Yohji Yamamoto, Ermanno Scervino, Moncler, Antonio Berardi, Roland Mouret, ZUHAIR MURAD, Ralph & Russo.


ქართველმა მოდელმა შარშან Victoria Secret-ში მოსახვედრად ბედი მეორედ სცადა. მისი გამოჩენა, შინა წელთან შედარებით, ბევრად უფრო ეფექტური იყო, რადგან მან მოახერხა და კასტინგის ფინალურ ეტაპზე გადავიდა.


მიუხედავად იმისა, რომ ამჯერადაც არ გაუმართლა, მისი არაჩვეულებრივი გარეგნობა პაპარაცებისა და უცხოელი ფანების ყურადღების ცენტრში მაინც მოექცა.