გორის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია

ცეცხლთან ბრძოლას სამი ვერტმფრენი, მძიმე ტექნიკა და 250-მდე მეხანძრე-მაშველი აგრძელებს
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ხანძარი სრულიად ლოკალიზებულია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება პირველი არხი.

ახალსოფელთან ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები, რომ ხანძრის კერები არ გაღვივებულიყო. ამ დროისთვის მხოლოდ ტორფი იწვის და ხანძრის ღია კერები აღარ რჩება. ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს, აცხადებენ უწყებაში.

ხანძრის ლიკვიდირების სამუშაოებისთვის ადგილზე ამ დრომდე რჩება 200-დე მეხანძრე-მაშველი და ისევ მუშაობს საველე შტაბი.

რაც შეეხება ყვარლის რაიონს, სოფელ ახალსოფელთან ცეცხლის დამატებითი კერები აღარ გაჩენილა. თუმცა, ადგილზე მუშაობას აგრძელებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

 

„ყვარლის რაიონში, სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ ტყის მასივში გაჩენილ ხანძარზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 70 მეხანძრე-მაშველი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებს. ამ ეტაპზე ხანძრის ღია კერები არ შეინიშნება. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. რელიეფი არის მეტად რთული, ვერცერთი სამაშველო ავტოტექნიკა ვერ მიდის ხანძრის კერებამდე, რათა მოხდეს მოკლე დროში ხანძრის ლიკდივიდაცია, მაგრამ მძიმე ტექნიკა ახლაც და მთელი ღამე აქტიურად მუშაობდა რომ გაიყვანოს გზა, რათა სახანძრო ერთეულებმა შეძლონ მისვლა ცეცხლის კერებამდე და შესაბამისი დამუშავება“, – განაცხადა კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, გიორგი ჩარკვიანმა.

რამ გამოიწვია ხანძარი: სოფელ საყავრესთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ხანძარი 23 აგვისტოს გაჩნდა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლი 40 ჰექტრამდე ფართობზე გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტები ნახანძრალი ტერიტორიის შესწავლას იწყებენ, რათა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.