„დიახ, მიჭირდა და დღესაც არ ვცხოვრობ კარგად, თუმცა ვთვლი, რომ ეს არ არის საოცარი პრობლემა. პროფესიით ეკონომისტი ვარ. არ მიყვარს როცა ზედმეტად ინტიმურ თემებზე ვსაუბრობ. არ მინდა, რომ ვინმემ იფიქროს თითქოს ამით ან პლიუსს ან მინუს ვიწერ. სამმილიონახევრიან ხალხში კაცს კარტოფილის გაყიდვა უჭირს და მე ჩემი სიმღერები როგორ უნდა გავყიდო? ჩემი შემოსავალი მხოლოდ მუსიკაა და დღეს ამით ვცხოვრობ“- ამბობს ოთო ნემსაძე სატელევიზიო გადაცემაში.
მომღერალი ოთო ნემსაძე ამბობს, რომ საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანების შეურაცხმყოფელი რამეები წაუკითხავს რაც მისთვის სრულიად მიუღებელია.