მარინა კახიანი: უნებურად წავართვი როლი მსახიობს, წლების მერე გავიგე, რომ ერთი როლი ჩემამდე მას შესთავაზეს...

მარინა კახიანი იხსენებს იმ გზას, რაც რუსთაველის თეატრში მოსვლამდე გაიარა.
Sputnik

 

„იმ მსახიობს ეს როლი უკვე ნასწავლი ჰქონდა და კოსტიუმიც მორგებული. ერთ დღეს, სარეპეტიციო დარბაზში პატარა გოგო შემოვიდა და მას რობიკო სტურუამ უთხრა: აიღე ტექსტი და ადი სცენაზე! რა თქმა უნდა იმ მსახიობს ეწყინა ეს და ალბათ ეწყინა კიდეც, რადგან დღესაც ახსოვს ეს ამბავი და ყველგან ყვება“-ამბობს მარინა კახიანი სატელევიზიო გადაცემაში.

მსახიობი მარინა კახიანი ამბობს, რომ მეოთხე კურსზე ყოფნის დროს საშუალება მიეცა, რომ რუსთაველის თეატრის სცენაზე დამდგარიყო და რობერტ სტურუასთან ემუშავა.