სოფელ იყალთოში ორსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში იყო ხანძარი
Sputnik

თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. სოფელ იყალთოში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, სადაც შვიდ შვილიანი ოჯახი ცხოვრობდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში იყო ხანძარი.

რამ გამოიწვია ხანძარი: სოფელ საყავრესთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სახლზე სახურავიდან გავრცელდა. შედეგად არავინ დაშვებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.

გარდა ამისა, დღეს ხანძარი იყო სოფელ რუისპირშიც, სადაც ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა და საცხოვრებელ სახლებზე გადასვლის საშიშროება არსებობდა, თუმცა ადგილობრივებმა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ცეცხლი დროულად ჩააქრეს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის კერების ლიკვიდაცია.

ბოლო დღეებში საქართველოში ტყის ხანძრებს ებრძვიან. ყვარლისა და გორის მუნიციპალიტეტებში ცეცხლი ფოთლოვანი ტყეების ქვედა საფარს უკიდია.