ქობულეთში ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს
Sputnik

თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. ქობულეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ოთხი ავტომობილი კი დაზიანდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

კიდევ ერთი „შავი წერტილი“ თბილისში: დაიწყო გახშირებულ ავტოავარიებთან ბრძოლა

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს საღამოს ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიცია.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.