ყვითელი ამბები

ერთი თვის წინ და ახლა - ნახეთ როგორ დაიკლო წონაში ნუკი კოშკელიშვილმა - ფოტო

ნუკი კოშკელიშვილმა გახდომის უნიკალურ ხერხს მიაგნო – შედეგი სახეზეა
Sputnik

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი დიდი ხანია მშობიარობის შემდგომ მომატებულ კილოგრამებს ეძებს. მისი თქმით, 2-3 კილოგრამი დარჩა საოცნებო წონამდე.

„ამ ბოლო ორ/სამ კილოსთან ბრძოლა ტანჯვაა. მშია! თან მშია რამე საზიზღრობა ან შაურმა, ან ტორტი ან კიდევ რამე „ვარესი”. რა დავაშავეთ ამ სიპუტკუნისკენ მიდრეკილმა ხალხმა რომ სულ მუდამ იმაზე ვდარდობთ, რამდენი ვჭამეთ, ვაიმე არ გავსუქდე გვიტრიალებს ტვინში. ამ დროს გაჩხიკინებული საზიზღარი ადამიანები კარაქიან პურს არ იკლებენ. ახლა ცოტა გამახნევეთ“, - წერს კოშკელიშვილი.

ცოტა ხნის წინ მოდელმა და ტელეწამყვანმა ფოტო გამოაქვეყნა და წერდა, რომ 59 კილოგრამი იყო და 4 კილოგრამი ისევ დასაკლები ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში გათხოვდა, მისი და ბენ ჩეიმის ცხოვრების დეტალები საქართველოში ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა იცის.

ნუკი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და სულაც არ იქნება გადამეტებული, თუ ვიტყვით, რომ თითქმის ლაივების ფონზე იმშობიარა და ბავშვსაც გვაცნობს შორიდან.