თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. ბახმაროს კურორტზე გასულ ღამეს ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა“, - განაცხადა კურორტ ბახმაროს დირექტორმა დათო საჯაიამ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.