შვილებს, რომლებმაც დედის გადასარჩენად „ტაქსაობა“ დაიწყეს, 8 წლის ანასტასიამ თავისი დანაზოგი გადასცა, ინფორმაციას ნიკა ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ნიკა თავის ძმასთან ერთად ლეიკემიით დაავადებული დედისთვის თანხას აგროვებს.
„დღეს ჩვენი ტაქსი გამოიძახეს. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა პატარა გულშემატკივარმა, 8 წლის ანასტასიამ დედას გამოატანა თავისი დანაზოგი. ამ პატარა ანგელოზს უნდა, რომ ყველა კარგად ვიყოთ. რა უნდა დავწერო არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, რომ გადმოგცეთ ეს ყველაფერი. მგონი ეს ის შემთხვევაა, როდესაც ლაპარაკს აზრი არ აქვს. თბილისში რომ ჩამოვალ, პირველი, რასაც გავაკეთებ, ანასტასიას გაცნობა იქნება, მე დავუმეგობრდები ამ პატარას და მთელ ქვეყანას მოვუყვები, როგორი საოცარი ბავშვია“, – წერს ნიკა ქართველიშვილი.
თბილისის ქუჩებში ტაქსი წარწერით „#მაიასთვის“ დაახლოებით ერთი თვის წინ გამოჩნდა. ეს შვილების ერთობლივი წამოწყებაა, რომლებმაც ლეიკემიით დაავადებული დედისთვის თანხის შეგროვება დაიწყეს.
დედა ამჟამად თურქეთში, კლინიკა Florence Nightingale Istanbul-ში იმყოფება, მას მაღალდოზირებული ქიმიის კურსი და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ესაჭიროება, რაც 150 000$ ღირს.
დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ საქართველოს ბანკი GEL- EUR- USD GE95BG0000000161310779, TBC ბანკი GEL - EUR - USD - GE28TB7739345064300013 TBC
მიმღები რატი ქართველიშვილი, პ/ნ 01019072195, 591 819 819