ორსული ქალი „მაკდონალდსის“ თანამშრომელს თავს დაესხა – ვიდეო

ორსულმა ქალმა ლონდონში, რეგენტ სტრიტზე მდებარე „მაკდონაკლდსში“ მამაკაცებს ქუსლიანი ფეხსაცმლით სცემა.
Sputnik

ახალგაზრდა ქალს მარი ბრაუნსა და იქ მყოფ მამაკაცებს შორის ხელჩართულ ჩხუბს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. მალევე ჩხუბში ჩაერთო ბრაუნის მეგობარი მამაკაციც.

ინციდენტში მონაწილე ქალს და მის მეგობარს სასამართლომ 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, მეორე მხარეს კი 10 თვით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მოუწევს.