გარემოს სააგენტო: მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების რისკს ზრდის

მოსალოდნელი ხანძრების შესახებ მოსახლეობას ეროვნული სატყეო სააგენტოც აფრთხილებს.
Sputnik

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთიან რეგიონებში 3 სექტემბრის ჩათვლით მოსალოდნელია მაღალი, +36, +38 გრადუსამდე ტემპერატურა, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გორის რაიონში ცეცხლს ისევ ებრძვიან: მობილიზებულია სახანძრო ვერტმფრენები – ვიდეო

უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ზრდის ტყის ხანძრის გაჩენის რისკს.

მოსალოდნელი ხანძრების შესახებ მოსახლეობას ეროვნული სატყეო სააგენტოც აფრთხილებს.

„აგვისტო როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში მაღალი ტემპერატურის გამო ხანძარსაშიში პერიოდია, რაც ზრდის რისკებს. აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად გამოიჩინონ ყურადღება", – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ალადაშვილმა.

ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს გადააჭარბებს.