ყვითელი ამბები

ჩცდ-ს „ჩიკას“ შეყვარებულმა რომანტიკული ვახშამი მოუწყო – წყვილის ახალი ფოტოები

მსახიობი ანა ჩირაძე და შეფ-მზარეული კონსტანტინე თედელური ურთიერთობას აღარ მალავენ. მზარეული შეყვარებულს დაუვიწყარ დღეებს ჩუქნის. კონსტანტინე თედელურმა ანა ჩირაძეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იდეალური ზაფხული მოუწყო.
Sputnik

საქართველოში ერთ-ერთი რეიტინგული სერიალის გმირის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მთელი ქვეყანა თვალყურს დიდი მოლოდინით ადევნებს. სერიალს მთავარმა პერსონაჟმა „ჩიკამ“ ახალი ემოციები და ინტრიგები მოუტანა. ბევრი ფიქრობს, რომ გურანდა მეძმარიაშვილი, იგივე „ჩიკა“ ცხოვრებაშიც ასეთი ექსტრავაგანტული, უშიშარი და ემოციურია, თუმცა არა...

ანა ჩირაძეს ფართო საზოგადოების წინაშე გამოჩენა არ უყვარს. მეტიც, „ჩიკასგან“ განსხვავებით მასმედიასთან კონტაქტს თავს არიდებს. საზოგადოება კი მისი პირადი ცხოვრებით სერიალში გამოჩენისთანავე ინტერესდება.

მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული სახე პრესასთან ყოველგვარ ურთიერთობაზე უარს ამბობს, მისი სიყვარულის შესახებ ახლა მთელი ქვეყანა საუბრობს. როგორც აღმოჩნდა, ანა ჩირაძის რჩეული პროექტ „მასტერ-შეფის“ არაორდინალური მზარეული და ჟიურის ყველაზე მკაცრი წევრი კონსტანტინე თედელურია. სავარაუდოდ, წყვილმა ერთმანეთი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს გაიცნო. ამ პერიოდში ანა პრეზიდენტის კანცელარიის თანამშრომელი იყო, ხოლო კონსტანტინე – მოწვეული შეფ-მზარეული.

ფართო საზოგადოების წინაშე წყვილი ერთად არ ჩნდება, მაგრამ სოციალურ ქსელში მათი ფოტოები დიდი პოპულარობით სარგებლობს. კონსტანტინე და ანა ზაფხულს ერთად ატარებენ. ბათუმი, თელავი, საირმე და ევროპის რამდენიმე ქალაქი – ანას და კონსტანტინეს ფავორიტ ადგილებად იქცა. ეს კი იმ ვითარებამ განაპირობა, რომ კონსტანტინე რომანტიკულ საღამოებს უძღვნის ანა ჩირაძეს. აშკარაა, რომ წყვილი თავს ერთად ჰარმონიულად გრძნობს. წარმოიდგინეთ „უჟმური მზარეულის“ და „იუმორით აღსავსე ვაკელის“ დუეტი.